1732386875
ამ ეტაპზე მოლდოვასა და საქართველოსთვის სამხედრო საფრთხე არ არსებობს - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე
ამჟამად მოლდოვასა და საქართველოსთვის სამხედრო რისკებს ვერ ვხედავთ, ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ალიანსი თვლის, რომ ამ პროვოკაციების მიზანი უკრაინისთვის პრობლემების შექმნაა, ხოლო უშუალოდ მოლდოვისთვის ისევე, როგორც რუსეთის ინტენსიური ზეწოლის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის სამხედრო საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა ჩვენ ველოდებით პროვოკაციებს, „სხვისი დროშის ქვეშ“ ოპერაციებს უკრაინისთვის პრობლემების შესაქმნელად“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე.