„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
გაეროში ირანის ელჩი, ალი ბაჰრეინის აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.
ალი ბაჰრეინის განცხადებით, ახლა შტატებთან საუბრის ერთადერთი ენა თავდაცვის ენაა.
"ჩვენი მხრიდან შტატებთან არანაირი კონტაქტი არ შემდგარა, რადგან ახლა მათთან საუბრის ერთადერთი ენა თავდაცვის ენაა. ამჟამად, ფოკუსირებული ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვაზე. არ ვფიქრობ, რომ ახლა რაიმე სახის მოლაპარაკებების დროა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ეჭვი გვეპარება, მოლაპარაკებებს რაიმე აზრი ჰქონდეს. ომის დაწყება ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ომში ჩართვა შეერთებული შტატების არჩევანი იყო", - განაცხადა ალი ბაჰრეინმა.
უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი და შეერთებული შტატები ირანში ერთობლივ სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. საპასუხო იერიშებს ახორციელებს ისლამური რესპუბლიკა. აფეთქებებისა და გამაფრთხილებელი სირენების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა იერუსალიმში, თელ ავივში, რამათ განსა და ბერ-შებაში.
პარალელურად, ისრაელი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას აწარმოებს ლიბანის ტერიტორიაზეც, "ცაჰალის "განმარტებით მთავარი მიზანი - ჰეზბოლას განადგურებაა.
ამავე დროს, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაური იტყობინება, რომ ამერიკის სამხედრო ძალებმა უკვე გაანადგურეს 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი.