VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სასანქციო სიაში სულ 31 ორგანიზაცია მოხვდა გერმანიის, საფრანგეთის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისა და ასევე აშშ-სა და სინგაპურიდან. მათ შორის „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც“ ფიგურირებენ.
სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება აეკრძალებათ.