სანქციების აკვიატება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, აუცილებლად გამოიწვევს ურთულეს შედეგებს ევროკავშირისთვის - პუტინი

vladimer putini

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ავტორები, გადაჭარბებული პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ, რაც მისივე თქმით, ევროპისა და შეერთებული შტატების ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობას ურტყამს.

„დასავლეთის სანქციების გაგრძელება გამოიწვევს რთულ პროგნოზირებად შედეგებს. სანქციები დიდწილად გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს. მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტად ურტყამდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენ ამას უპირველეს ყოვლისა, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში ვხედავთ.

ზოგიერთ ქვეყანაში ის უკვე მიუახლოვდა წლიურ 20%-ს, მთლიანობაში კი ევროზონაში საქონლის ფასებმა 11%-ზე მეტით მოიმატა. სანქციების აკვიატება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, აუცილებლად გამოიწვევს ურთულეს შედეგებს ევროკავშირისთვის, მისი მოქალაქეებისთვის და ასევე უღარიბესი ქვეყნებისთვის. მსოფლიო, რომელიც უკვე შიმშილის საფრთხის წინაშე დგას. ხაზს ვუსვამ, ამაში ბრალი მთლიანად დასავლური ქვეყნების ელიტას ეკისრება, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად გაიღონ დანარჩენი მსოფლიო, რათა შეინარჩუნონ გლობალური დომინირება,"- განაცხადა პუტინმა.