ალექსანდრ სტუბი: იმედია, დონალდ ტრამპი შეასრულებს პირობას და უკრაინაში ომს დაასრულებს, ამჟამად მისი ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გამახვილებული

ალექსანდრ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეასრულებს პირობას და უკრაინაში ომს დაასრულებს. ამის შესახებ სტუბმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ფინეთის პრეზიდენტმა აღიარა, ტრამპის ყურადღება ამჟამად ძირითადად ახლო აღმოსავლეთზეა გამახვილებული და უკრაინაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერებულია.

კითხვაზე, უნდა გაერთიანდნენ თუ არა ევროპელი მოკავშირეები, რათა სპარსეთის ყურეში ტრამპს დახმარება გაუწიონ, ფინეთის პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა.

„შეიძლება, ოდნავ უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ირანი ჩემი ომი არ არის. უკრაინა კი ჩემი ომია“, -აღნიშნა სტუბმა.

სტუბი არ მიიჩნევს, რომ ევროპელებმა ირანთან ომში ჩარევა უნდა გადაწყვიტონ ვიდრე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

თუმცა, მისი თქმით, ტრამპი ჰორმუზის სრუტეში გასასვლელის უზრუნველყოფაში დახმარებას თუ ითხოვს, შესაძლოა, ეს მოგვიანებით განიხილონ.

ფინეთის პრეზიდენტმა ასვე განაცხადა, რომ ტრამპთან უფრო იშვიათად საუბრობს, ვიდრე ადრე, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი მთლიანად ახლო აღმოსავლეთის საქმეებითაა დაკავებული.