ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიოს ესაუბრა

მარკო რუბიო

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიოს ესაუბრა.

გავრცელებული ცნობით, შტატებისა და ჩინეთის მთავარმა დიპლომატებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ პოზიციები დააზუსტეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2026 წლის დასაწყისში ის ჩინეთს ეწვევა.