1791704058
ნეპალი ისევ სტიქიის ეპიცენტრშია - წყალმა სახლები წაიღო, არიან დაკარგულები
ნეპალში ისევ სტიქიას ებრძვიან, ამჯერად წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
წყალდიდობა 11 ოქტომბერს, ადრე დილით, გორხას რაიონში, მდინარე ბუდჰი-განდაკიზე მოხდა. წყლის ძლიერმა ნაკადმა წაიღო საცხოვრებელი სახლები, ორი დაკიდებული საფეხმავლო და ერთი საავტომობილო ხიდი. სტიქიის შედეგად დაინგრა ჰიდროელექტროსადგურ „ბუდჰი-განდაკის“ პროექტის სამშენებლო მოედანი და დაზიანდა ზოგიერთი მოწყობილობა.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად მაშველები მუშაობენ.












