ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
ახალი სარჩელი შონ დიდი ქომბსის საქმეში - რეპერს 17 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სარჩელის თანახმად, შემთხვევა 2012 წელს ნიუ-იორკში მდებარე ღამის კლუბ „სოჰოში" მოხდა. ბიჭის თქმით, ღამის კლუბში შესასვლელად მან 100 დოლარი გადაიხადა. შემდეგ კი puff dadd-მ გვერდით ოთახში, ის დახურულ წვეულებაზე მიიპატიჟა.
სარჩელის მიხედვით, რეპერმა ბიჭი დაათრო. შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა. როგორც სავარაუდო მსხვერპლი აღნიშნავს, ის დღემდე კოშმარებს ხედავს. მისივე თქმით, როცა მიხვდა, რაც ხდებოდა, წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ ჰქონდა.