1741758386
Air India-ს თვითმფრინავი გაჭედილი ტუალეტის გამო, უკან დაბრუნდა

Air India-ს თვითმფრინავი, Boeing 777-337 ER , რომელიც ინდოეთიდან აშშ-ში მიფრინავდა, გაჭედილი ტუალეტის გამო უკან დაბრუნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის ტუალეტში პრობლემა აფრენიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაჩნდა. როგორც ჩანს, ბოინგის ტუალეტები გაივსო და აღარ ფუნქციონირებდა. ამის შედეგად კი დაზიანდა სანტექნიკის სისტემაც.
ავიაკომპანიის გამოძიებამ აღმოაჩინა სანტექნიკაში მოთავსებული პოლიეთილენის ჩანთები და ტანსაცმელი, რამაც რამდენიმე ტუალეტი გამოუსადეგარი გახადა, თქვა კომპანიის სპიკერმა.
ამ შემთხვევის გამო, ჰაერში 10-საათიანი ყოფნის შემდეგ, პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი უკან, ინდოეთში დაებრუნებინა.
Tata-ს მფლობელობაში მყოფი ავიახაზების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეისი დროულად გაფრინდა, მაგრამ მგზავრობის შემდეგ ეკიპაჟმა განაცხადა, რომ ბიზნეს და ეკონომიური კლასის მრავალი ტუალეტი არ ფუნქციონირებდა.
თვითმფრინავი ორი დღის განმავლობაში იწმინდებოდა.