აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობას საშუალება ექნება დაემშვიდობოს ყოფილ უზენაეს ლიდერს.

სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმსა და მეშჰედში გაიმართება. აიათოლა ალი ხამენეის მეშჰედში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს მოკლეს. სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, ისრაელის მიერ ნასროლი ბომბი დაეცა. მასთან ერთად სახლში დაიღუპნენ მისი ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.