აჰმადაბადში Air India-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პირველ ფოტო ვრცელდება

თვითმფრინავი

BBC-ი აჰმადაბადში Air India-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პირველ ფოტოს ავრცელებს. 

უცხოური მედიის ცნობით - ის სამედიცინო კოლეჯის საცხოვრებელს შეეჯახა. 

აჰმადაბადის აეროპორტში ფრენები აღდგა.

ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.

Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169,  ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 11 ბავშვია.

 

BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა -  ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.