ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის
1749812588
აჰმადაბადის აეროპორტში ფრენები აღდგა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.
Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 11 ბავშვია.
BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა - ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.