1738822889
აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა
აშშ-ში, სიეტლის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ტოკიოდან სიეტლში ჩაფრენილი Japan Airlines-ის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მანევრირებდა, როდესაც თვითმფრინავის ფრთა Delta-ს თვითმფრინავის უკანა ნაწილს გამოედო, რომელიც გაჩერებული იყო.
სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე თვითმფრინავის მგზავრებს ბორტის დატოვება მოუწიათ.
Delta 1921-ის რეისი პუერტო-ვალიარტას მიმართულებით უნდა გაფრენილიყო. თვითმფრინავში 142 მგზავრი იმყოფებოდა.
ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.