აეროპორტში დატოვებული „პორშედან“ კატის წამოყვანა სთხოვა... - როგორ აღმოჩნდა შეყვარებული ქალი თაღლითის მახეში (რუსეთი)

კატა

ქალი, რომელსაც ინტერნეტით გაცნობილი მამაკაცი შეუყვარდა, საბოლოოდ, თაღლითის მახეში აღმოჩნდა. ამბავი მოსკოვში მოხდა. ქალმა 20 ათასი რუბლი დაკარგა. რუსული მედიის თანახმად, მამაკაცმა ჯერ ქალის სიყვარულის და ნდობის მოპოვება მოახერხა, ხოლო შემდეგ მას ფულის გადარიცხვა სთხოვა.

Telegram არხის თანახმად, 43 წლის მოსკოველმა მამაკაცმა დეკემბერში ონლაინ ურთიერთობა დაიწყო ქალთან და მათი ონლაინ სიყვარული მალე სერიოზულ რომანში გადაიზარდა. წყვილმა ახალი წლის ერთად გატარება გადაწყვიტა, თუმცა ახალი წლის ღამეს მამაკაცმა ქალს დაურეკა და უთხრა, რომ მამა გარდაეცვალა და ქალაქიდან გასვლა უწევდა. მამაკაცმა ქალს სთხოვა, რომ აეროპორტში დატოვებული მისი „პორშედან“ საყვარელი კატა წამოეყვანა, როცა ქალი უკვე აეროპორტის გზას დაადგა, მამაკაცმა მას ისევ დაურეკა და უთხრა, რომ ყველა ბარათი დაებლოკა და სთხოვა მისი მეგობრის ანგარიშზე 20 000 რუბლი დაერიცხა.

ქალმა საყვარელ მამაკაცს, რომელიც მის წარმოდგენაში ისეთი მდიდარი იყო, რომ პორშე ჰყავდა, თანხა გადაურიცხა. ამის შემდეგ კი მამაკაცი ყველა სოციალური ქსელიდან გაუჩინარდა.

მოტყუებულმა ქალმა პოლიციას მიმართა. ახლა სამართალდამცველები არკვევენ პორშეს, კატის და დაკარგული 20 000 რუბლის ამბავს.

ასევე ნახეთ:

ცნობილმა ქართველმა ექიმებმა ლას-ვეგასში იქორწინეს - ფოტოები

ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა... - ტრაგედია ძველით ახალი წლის ღამეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა