ადვოკატის განცხადებით, ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო შეწყალებას აღარ მოითხოვს, რადგან მისი მიზანია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება

ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო შეწყალებას აღარ მოითხოვს, რადგან მისი მიზანია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ჟან-მიშელ დარუამ BFMTV-RMC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი პატიმრობა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე“, შეწყალების თხოვნა „არ არის სარკოზის მენტალიტეტში, რადგან მას თავისი უდანაშაულობის დამტკიცება სურს“.

ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ გუშინ სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა.