9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ხაბეიშვილს კომუნიკაციის ყველა საშუალება წაართვეს, ტელევიზორი ყველას უდგას, მის გარდა, რადიოზე რატომ უნდა დაკმაყოფილდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხაბეიშვილს ერთგვარი წამების ფორმა მოუფიქრეს.
„როგორ უნდა გახვიდე ისეთ არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილი რომ გიტარებს თავისი სუს-ით, ცესკო-თი, კანონებით, რომლებიც განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო და საერთოდ ამოქალა ყველანაირი თავისუფალი სივრცე, რომ ამომრჩეველმა ვერც თავისუფალი ნება გამოხატოს, არც სამართლიანი იყოს არჩევნები, არც კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, პოლიტპატიმრები იყვნენ ციხეებში, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება, ვიღაცები გამოუშვას, როგორც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოუშვა. საპარლამენტო არჩევნებს თუ დაგინიშნავს, შეიძლება, ვიღაცები გამოუშვას, მაგრამ მიშას გამოუშვებს? სხვათა შორის, ხაბეიშვილს როგორ აწამებს, წაიკითხეთ განცხადება. აბსოლუტურად ამოქოლილია, იზოლაციაა, კომუნიკაციის ყველა საშუალება წაართვეს. ადვოკატისგან ვისმენ, რა ხდება მის თავს, რომ ტელევიზორი ყველას უდგას, მის გარდა. არც ახლა უდგას და როგორც ჩანს, არც აპირებენ დადგმას. რადიოზე რატომ უნდა დაკმაყოფილდე, რომ ტელევიზორის მაგივრად შემოგიტანონ, პრინციპში რომ ვთქვათ. როგორც კი შეატყვეს, რომ საათი უნდა, რათა იცოდეს, რომელი საათია, დღეა, ღამეა, კედლის, სამაგიდო საათსაც კი არ აძლევენ. მიმოწერა, პოსტების გამოყენება მხოლოდ ზეპირ რეჟიმშია. აუკრძალეს წერილების გამოტანა. ერთგვარი წამების ფორმა მოუფიქრეს, რადგან ვისიც რეალურად ეშინიათ, მათ ნერვებს უშლის და პოლიტიკურ საფრთხეს უქმნის, მათ მიმართ აქვთ ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.