1731445216
ადვოკატები შონ კომბსის გათავისუფლებას 50-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ
ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ კომბსის, იგივე „ფი დიდის“ გათავისუფლებას ადვოკატები 50-მილიონიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ ითხოვენ. ისინი ასევე სთავაზობენ სასამართლოს კომბსის შინაპატიმრობაში მოთავსებას 24-საათიანი მონიტორინგით.
შონ კომბსი რვა კვირაზე მეტია, ბრუკლინის ციხეში იმყოფება. პოლიციამ ის სექსუალური ტრეფიკინგისა და ძალადობის ბრალდებით დააპატიმრა. სასამართლო პროცესი ხუთი მაისისთვის არის დაგეგმილი. 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოს.