პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
3D პრინტერების მეშვეობით მეცნიერებმა უკვე მრავალი სხვადასხვა რამ დაბეჭდეს, მათ შორისაა ტკბილეული, ტანსაცმელი და თაგვების საკვერცხეებიც კი. შემდეგ ათწლეულში კი სპეციალური ბიოპრინტერების გამოყენებით ადამიანის ფუნქციური ორგანოების დაბეჭდვა პირდაპირ კოსმოსში იგეგმება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს,
როგორც აღმოჩნდა, კოსმოსში უწონადობისას ორგანოების "მშენებლობისთვის" იდეალური პირობები იქმნება.
სამედიცინო სფეროში 3D პრინტერის გამოყენება სულ ახლახან დაიწყეს. მეცნიერებს პრინტერებით სისხლძარღვების, ძვლებისა და სხვადასხვა ცოცხალი ქსოვილების საწყისი ვერსიების დაბეჭდვა უცდიათ. ასევე, დაუბეჭდავთ მარტივი ორგანული სტრუქტურები, მაგალითად, მინიატიურული ღვიძლის მოდელი და ფილტვების მსგავსი საჰაერო პარკები.
მკვლევრების თქმით, დედამიწა ორგანოების გასაზრდელად საუკეთესო გარემო არ არის. გრავიტაცია ამ დელიკატურ სტრუქტურებს მუდმივად ქვემოთ ექაჩება. მკვლევრებს დედამიწაზე ორგანოების საბეჭდად ქსოვილების სტრუქტურულად გამყარება უწევთ, რაც ნაზ ქსოვილს ხშირად აზიანებს.
მინიმალური გრავიტაციის პირობებში ქსოვილი ბუნებრივ ფორმას ინარჩუნებს და მისი სტრუქტურის შესანარჩუნებლად დამატებითი ძალისხმევა საჭირო არ არის.
ინდიანაში არსებულ ერთ-ერთ ლაბორატორიას აქვს პრინტერი, რომელმაც, შესაძლოა, ორგანოების კოსმოსში დაბეჭდვაში დიდი როლი ითამაშოს. 3D BioFabrication Facility სპეციალიზიბული 3D პრინტერია, რომელიც ბიომელანის საშუალებით უჯრედების უთხელესი ფენების შექმნას ახერხებს. პრინტერი 7 მილიონი დოლარი ღირს.
პრინტერი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2019 წლის ივლისში, SpaceX-ის რაკეტით გაუშვეს.
პირველი ეტაპისთვის პრინტერის მეშვეობით გულის ხელოვნური ქსოვილის დაბეჭდვა და მისი დედამიწაზე ჩამოტანა იგეგმება. რა თქმა უნდა, დაბეჭდილ ორგანოებს ფუნქციონირებისთვის ნერვული დაბოლოებებიც სჭირდება, თუმცა მის დასამზადებლად შესაფერისი ტექნოლოგია ჯერ არ არსებობს.
ტრანსპლანტაციის რიგში ათეულობით ათასი ადამიანი დგას. ორგანოების ხელოვნურად დაბეჭდვა კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება, თუმცა აქამდე კვლავ დიდი გზაა გასავლელი.