1747980527
"კენიელები საკუთარ “ტუალეტის ქაღალდს“ ზრდიან..." - მსოფლიო ეკოლოგიური ინოვაციით ინტერესდება

ადამიანები, რომლებიც საკუთარ “ტუალეტის ქაღალდს“ ზრდიან - კენიის ეკოლოგიური მიდგომით მსოფლიო ინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ქაღალდის წარმოებისთვის ყოველწლიურად მილიონობით ხე იჭრება. ამიტომ კენიელებმა გამოსავალს მიაგნეს.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ფოთლოვანი მცენარეს Plectranthus barbatus-ს მერუში მცხოვრები ბენჯამინ მუტემბეი არა საკვებად, არამედ ტუალეტის ქაღალდად გამოსაყენებლად ზრდის.
ცნობისთვის, Plectranthus barbatus ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც 2 მეტრამდე იზრდება. მისი ფოთლები სამრეწველო ტუალეტის ქაღალდის კვადრატის ზომისაა და პიტნის, ლიმონის სურნელს გამოყოფს. ფოთლებს აქვს რბილი ტექსტურა. ეს მცენარე ხარობს თბილ ტროპიკულ გარემოში და ფართოდ იზრდება მთელ აფრიკაში.
მუტემბეის და მისი სამეზობლოს გამოცდილებით მსოფლიოს უამრავი სტრტაპი დაინტერესდა. ისინი ცდილობენ ტექნოლოგია დაამუშაონ და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, თანაც იაფი ალტერნატივა შესთავაზონ.
Plectranthus barbatus მოჭრიდან 1-2 თვეში სრულ სიმაღლეს აღწევს, ხოლო თავად ჭრა დაახლოებით 50 კენიური შილინგი ღირს (0,37 აშშ დოლარი).
მცენარის პოტენციალის შესწავლა სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს.