აბორტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულების შეწყალება, აშშ-ში დაბადებულ ბავშვთა მოქალაქეობის საკითხი და გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე გრიფის მოხსნა - ტრამპმა რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი

ყყ

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, ოვალურ კაბინეტში, ხელი მოაწერა რამდენიმე განკარგულებას, მათ შორის - 23 აქტივისტის შეწყალებას, რომელიც აბორტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გაასაჩივრებს სიეტლის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შტატებში დაბადებული ბავშვები აშშ-ის მოქალაქეობას ავტომატურად იღებდნენ.

ასევე, ტრამპის ბრძანებით, ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებულ, გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე გრიფი მოიხსნება.