ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
80 წლის ბებია, რომელსაც გაჭირვების გამო სკოლაში არ უვლია, მე-12 კლასში გადავიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
რატნაკუმარი სუნუვა, აღმოსავლეთ ნეპალის შორეულ სოფელში იზრდებოდა, მას ბავშვობაში მინდორში ამუშავებდნენ, მოგვიანებით კი შვილების აღზრდით იყო დაკავებული, ამიტომ არასდროს ჰქონია სკოლაში სწავლის შესაძლებლობა.
იმ დროისთვის, როცა მისი შვილები გაიზარდნენ გრძნობდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა და მოხუცთა სკოლაში დაიწყო სიარული.
80 წლის ქალი უკვე მე-12 წელია სკოლაში სწავლობს და ამ ეტაპზე 12-ე კლასის გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება.
რატნაკუმარის თქმით, თავისი საქციელით სურს შთააგონოს მოზარდები, რომლებსაც სკოლის დატოვება უწევთ.