„წლის მასწავლებლის“ ტიტულის მქონე პედაგოგი მოზარდის გაუპატიურებისთვის დააკავეს
1770136625
ინდოეთში, ბიჰარის შტატის მკვიდრმა, 74 წლის მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა ენახა, ვინ დაესწრებოდა მის დაკრძალვას.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მოჰან ლალი კატაფალკზე დაწვა და ითხოვა, რომ კრემატორიუმში წაეყვანათ. მისი "გარდაცვალების“ შესახებ ამბავი სწრაფად გავრცელდა - ასობით სოფლის მცხოვრები, რომლებიც პატივს "გარდაცვლილს“ მისი აქტიური საზოგადოებრივი სამსახურისთვის სცემდა, მასთან გამოსათხოვებლად მივიდა.
შესაბამისი პატივისა და სიყვარულის მიღების შემდეგ, მოჰანი ფეხზე წამოდგა და გამოაცხადა, რომ ცოცხალი იყო. უცხოური მედიის ცნობით, ამის შემდეგ ყალბ დაკრძალვაზე მისი სიმბოლური ფიგურა დაწვეს და გრანდიოზული ზეიმი გამართეს.