გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373
65 წლის ფერმერი 16 წელი სწავლობდა სამართალს, რათა სახელმწიფო კომპანიისთვის დავა მოეგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჩინელი ვანგ ენლინი ამბობს, რომ ქიმიური კომპანია მისი კუთვნილი მიწის დაბინძურებასა და ზიანის მიყენებაზეა პასუხისმგებელი. სასამართლომ განაჩენი მის სასარგებლოდ გამოიტანა.
65 წლის ენლინი მხოლოდ 3 წელი დადიოდა სკოლაში, შედეგად, წერა-კითხვაც უჭირდა, იურიდიულ ნაწილში კი არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. სახელმწიფო კომპანიამ მის კუთვნილ მიწასთან ფუნქციონირება 2001 წელს დაიწყო. ვანგი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციის ტოქსიკური ნარჩენები მის ტერიტორიამდე აღწევს და მოსავალს ანადგურებს. გარშემომყოფები ეუბნებოდნენ, რომ რამდენადაც საუბარია სახელმწიფო კომპანიაზე, დავას აზრი არ ჰქონდა, თუმცა გადაწყვიტა, საქმე მარტო დაეწყო და, საბოლოოდ, მიზანსაც მიაღწია.
სასამართლო ადასტურებს, რომ კომპანია ტოქსიკურ ნარჩენებს კანონთან შეუსაბამო გზით ათავისუფლებდა, რაც მიწის ნაყოფიერებაზე მართლაც აისახებოდა. ზარალის კომპენსაციისთვის მათ ვანგ ენლინისათვის $2 მილიონის გადახდა დაეკისრათ.
ასევე ნახეთ:
„გამიკვირდა, გავშრი, არ ველოდი ...“ - ხელის თხოვნის შემდეგ, თათა გიორგობიანი პირადზე
„ცოლი რომ მყავდეს, შენ კი არ შეგაჭმევინებდი აქ ნერვებს...“ - „ბზიკოს“ და ანას დაპირისპირება
კატასტროფას გადარჩენილი ბორტი - დაკავებულია პილოტი, რომელიც ფრენისას ძრავის გამორთვას ცდილობდა