პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსში“ „ბზიკოსა“ და ანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ანამ დავით გაფრინდაშვილის მიერ გაჟღერებული კომპლიმენტები, ვიკისთან ფლირტად აღიქვა, რის გამოც, მათ კონფლიქტში სხვა მონაწილეებიც ჩართნენ.
„ეს ადამიანი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს... არ ვიცი, არც საზოგადო მოღვაწეა, რატომ უნდა მცოდნოდა?! შემოვიდა ჩვეულებრივი ადამიანი და ნუ მტენის თავის ცნობადობას. იფლირტავა გოგოსთან, დავარქვი ფლირტი, არ იფლირტავო - არ დავარქმევ. მე კი არ უნდა მედავებოდეთ, ფლირტი რატომ თქვიო, იმასთან (ბზიკო) უნდა მიდიოდეთ... თუ სახლში ცოლი ჰყავს, გოგოს არ უნდა ეუბნებოდეს, რა ლამაზი თვალები გაქვს და რა საყვარელი ხარო,“ - თქვა ანამ.
„ბზიკოს“ პასუხი კი ასეთი იყო: „ცოლი რომ მყავდეს, აქ შენ კი არ შეგაჭმევინებდი ნერვებს“.
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეებმა „ბზიკოსგან“ თავისი სიტყვების განმარტება მოითხოვეს, თუ გუშინ ამტკიცებდა, რომ ჰყავდა ცოლი, დღეს რა შეიცვალა. დავით გაფრინდაშვილმა ინტერვიუების ოთახში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„გუშინ რომ ტელეფონები შემოგვიტანეს და ვნახე პირველი მისი რეაქცია, მის გარშემო დატრიალებულ ამბებზე, როცა მე „პრაიმ ჰაუსში“ შემოვედი, იყო ძალიან მძიმე და მივხვდი, რომ არანაირ მცდელობებს აზრი არ ჰქონდა,“ - განმარტა „ბზიკომ“.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „ბიზკო“ ასახელებს მიზეზს, რის გამოც ტელეფონი დაამტვრია
თათა გიორგობიანი მიმართვას ავრცელებს
ნიკოლაი უშხვანი თაიას გულშემატკივრებს მიმართავს: „ვარ ყოფილი ქმრის, მოქმედი ცოლის ძმა, მერე?!“
„გამიკვირდა, გავშრი, არ ველოდი ...“ - ხელის თხოვნის შემდეგ, თათა გიორგობიანი პირადზე
VIDEO: ბაბი კირკიტაძის რეაქცია, როცა თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს