რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
1974 წელს სამხრეთ კალიფორნიაში ნაპოვნი მოკლული მოზარდის ცხედარი თითქმის 50 წლის შემდეგ საბოლოოდ იქნა იდენტიფიცირებული. ახლა კი, პოლიცია მიიჩნევს, რომ ის არის ცნობილი სერიული მკვლელის, რენდი კრაფტის შესაძლო მსხვერპლი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ცხედარი 1974 წლის 14 სექტემბერს იპოვეს. გენეტიკური მასალის კვლევის შემდეგ, აღმოჩნდა რომ მაიკლ რეი შლიხტია აიოვადან.
მისი გარდაცვალების მიზეზად თავდაპირველად განისაზღვრა, როგორც ალკოჰოლური და დიაზეპამის ინტოქსიკაცია. მაგრამ, მოგივანებით გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ 1978 წელს მსგავსი ინტოქსიკაციის გამო რამდენიმე ასეთი ცხედარი აღმოაჩინეს იმ ადგილთან ახლოს სადაც მაიკლი იპოვეს. როგორც ირკვევა, ეს სერიული მკვლელის ხელწერა იყო.
სერიული მკვლელი, კრაფტი დააკავეს გაჩერებაზე 1983 წელს მას შემდეგ, რაც პოლიციამ მგზავრის სავარძელზე მკვდარი მამაკაცი იპოვა. მამაკაცის ფეხებთან ლუდის ბოთლები და კლონაზეპამის ტაბლეტები იყო მიმოფანტული.
კრაფტი 1989 წელს გაასამართლეს 16 მკვლელობისთვის, თუმცა ხელისუფლება თვლის, რომ მას შეეძლო, მოეკლა 60-ზე მეტი მამაკაცი 1972 წლიდან 1983 წლამდე.
კრაფტი ინახავდა ჩანაწერებს თავისი მსხვერპლების შესახებ, რომლებსაც აწამებდა, სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდა და ასახიჩრებდა.
მაიკლ რეი შლიხტის გარდაცვალების შესახებ, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და განიხილება როგორც მკვლელობა, განაცხადეს პოლიციის დეპარტამენტში.
ასევე ნახეთ:
კავკასიის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის ნაწილს დღეს დენი გაეთიშება - სია
ნახეთ, როგორი ამინდი იქნება ზამთრის პირველ დღეს საქართველოში