გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
კავკასიის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"კავკასიის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული, უდიდესი ღვაწლის მქონე პროფესორის, ცნობილი არქეოლოგის, ისტორიკოსის ზურაბ ბრაგვაძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თითოეულ მის ყოფილ თუ მოქმედ სტუდენტს, რადგან ზურაბი არა მხოლოდ კარგი პროფესიონალი, არამედ კარგი ადამიანი და მეგობარი იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც ოდესმე კვეთა ჰქონია
ზურაბ ბრაგვაძე კავკასიის უნივერსიტეტში 2011 წლიდან ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის სფეროში ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. მათ შორის არის 4 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო
ზურაბი ძალიან დაგვაკლდება ჩვენ - კავკასიის უნივერსიტეტს, სტუდენტებს, მის ოჯახს და რაც მთავარია ქვეყანას და მომავალ თაობებს. კეთილი იყოს მისი გზა იმიერ ცხოვრებაში"- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
„მადლობა ღმერთს და შენ, ჩემი შვილის გაბედნიერებისთვის“ - თეა დარჩია სიძეზე