ნახეთ, როგორი ამინდი იქნება ზამთრის პირველ დღეს საქართველოში

ზამთარი

1-ელ დეკემბერს ქუთაისში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +11, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +4, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +16 იქნება გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

ასევე ნახეთ:

თბილისის ნაწილს დღეს დენი გაეთიშება - სია

რამდენად შეიძენთ დოლარსა და ევროს 1 დეკემბერს - ახალი კურსი