მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ოთხწლიან რომანს ფარდა ახადა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული. იგი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია.
მარკუსი ჟურნალს „სარკესთან“ ამბობს, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი წინააღმდეგობა და სირთულე დაძლიეს. სწორედ ამ სიყვარულმა უბიძგა წყვილს, რომ მყუდრო ბუდე ქალაქგარეთ მოეწყო.
რატომ დაგჭირდათ 4 წელი ამ რომანის გასაიდუმლოება?
ჩვენ საზოგადოებაში დიდი რაოდენობით არის დაგროვილი ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემს შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის. ახლა ყველაფერი დალაგდა, კარგად ვიცით ერთმანეთზე ყველაფერი, გადავწყვიტეთ, უკვე საჯაროდაც დაგვედო ერთობლივი ფოტო.
ოდესმე წარმოიდგენდით, რომ გვერდით პოლიტიკოსი ქალი გეყოლებოდათ?
დალი პროფესიით იურისტია და ძალიან განათლებულია. აღმოჩნდა, რომ არც მე ვყოფილვარ პოლიტიკისგან შორს. საქართველოს ბედი ძალიან მაღელვებს და ამ თემაზე ხშირად გვაქვს ხოლმე დისკუსიები.
ხომ არ არის შანსი, რომ თქვენც პოლიტიკისკენ გადაინაცვლოთ?
არა, ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, თუმცა გამორიცხული არაფერია.