1750402427
"3 წლის ბავშვი სასტუმროს ოთახიდან გაუჩინარდა..." - ბურუსით მოცულ საქმის ახალი დეტალები

თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა, 18 წლის შემდეგ ისევ გაურკვეველია.
პორტუგალიაში გაუჩინარებული 3 წლის ბავშვის სამძებრო ოპერაცია, რომელსაც ბოლო დღეებია მსოფლიო მედია აქტიურად აკვირდება, კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
გამომძიებლების სამიზნე პორტუგალია მას შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა, რაც ბავშვის გაუჩინარების ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ძვლებთან ერთად ტანსაცმლის ნაგლეჯები აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი ძვლების ნიმუშები დიდი ალბათობით ცხოველს ეკუთვნის.
მიუხედავად ამისა, ნაპოვნი ნიმუშები პორტუგალიის და გერმანიის კრიმინალურ ლაბორატორიას უკვე გადაეგზავნა.
ექსპერტიზის პასუხებზეა დამოკიდებული ამ საქმის ერთადერთი ეჭვმიტანილის ბედიც, რომელიც ამ ეტაპზე სასჯელს სულ სხვა, ქალის გაუპატიურების საქმეზე იხდის. თუ მისი კავშირი ამ საქმეზე არ დადასტურდა, ეჭვმიტანილი საპატიმროს სექტემბერში დატოვებს.
3 წლის გოგონას გაუჩინარების ამბავი 2007 წელს იწყება, როდესაც გოგონას მშობლები დიდი ბრიტანეთიდან პორტუგალიაში დასასვენებლად გაემგზავრნენ. ერთ საღამოს, გოგონა სასტუმროს ოთახიდან გაუჩინარდა.