3 გარდაცვლილი და 25 დაშავებული - ღამით რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს დრონებით შეუტია

დაბო

სუმის, ოდესისა და ხერსონის შემდეგ დნეპრი - ღამით რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს შეუტიეს. დრონებით იერიშის შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია; დაშავდა 25.

განადგურებულია 15 საცხოვრებელი სახლი, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, სასწავლო დაწესებულება და საკვები პროდუქტების საწარმო. ქალაქის სხვადასხვა ადგილზე ამ დრომდე სახანძრო- სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა