VIDEO: ინდოეთში გარდაცვლილები დააქორწინეს

ინდოეთი

იუთუბერი, ენი არუნი ინდოეთში სტუმრობისას უცნაური საქორწილო ცერემონიის მომსწრე გახდა - ადგილობრივებმა გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი დააქორწინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სჰობჰა და ჩანდაპა 30 წლის წინ დაიღუპნენ. 

„პრეტა კალიანამ",- ასე ჰქვია ინდურ ტრადიციას, რომელსაც კარნატაკასა და კერალაში დღემდე მიჰყვებიან. „პრეტა კალიანამ" ნიშნავს ქორწილს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაბადებისას დაიღუპნენ. 

ენი არუნის თქმით, ცერემონია ზუსტად ისეთივეა როგორც ტრადიციულ ქორწილს ახასიათებს, ერთი გამონაკლისის გარდა - არც  ნეფე და არც დედოფალი ცოცხლები არ არიან. 

„ადგილობრივები ისეთ ორ ჩვილს, გოგონასა და ბიჭს, რომლებიც დაბადებისას დაიღუპნენ ერთმანეთთან აწყვილებენ და ქორწილს უხდიან. ასე მიაგებენ ისინი ხსოვნას მათ სულებს",- წერს ენი არუნი სოციალურ ქსელში. 

ენი აღნიშნავს, რომ ცერემონიაზე დასწრება ეკრძალებათ ბავშვებსა და დასაქორწინებლებს.