23 წლის მამაკაცმა უსაქმურობის კონკურსი მოიგო - რა პირობები იყო დაწესებული „მთავარი უსაქმურის“ გამოსავლენად?

უსაქმური კაცი

ჩინეთის ქალაქ ბაოტუში 23 წლის მამაკაცი 33 საათი 35 წუთი იწვა მატრასზე და გახდა კონკურსის გამარჯვებული, რომელიც ყველაზე უსაქმური ადამიანის გამოსავლენად ჩატარდა. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა South China Morning Post.

კონკურსში მონაწილეებს შეეძლოთ მატრასზე გადაბრუნება, წიგნების კითხვა, ტელეფონის სქროლვაც, ასევე ჭამა და დალევა,  მაგრამ მხოლოდ მწოლიარე პოზაში. მათ ეკრძალებოდათ წამოჯდომა და ტუალეტში გასვლაც კი. ამიტომ მონაწილეებმა შესაბამისად პამპერსები გამოიყენეს.

კონკურსში დაახლოებით 240 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა კონკურსის პირობებს ბევრმა ვერ გაუძლო და გამოეთიშა. 33 საათისა და 9 წუთის შემდეგ მატრასზე დარჩნენ მხოლოდ სამი ყველაზე გამძლე ადამიანი: ორი მამაკაცი და ერთი ქალი. კიდევ 24 წუთის შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

საჩუქრები:

პირველი ადგილი – 3 000 იუანი

მეორე ადგილი – 2 000 იუანი

მესამე ადგილი – 1 000 იუანი

გამარჯვებულმა განაცხადა, რომ მოგებას მეგობრებთან ერთად რესტორანში სადილზე დახარჯავს.