2012 წლის შემდეგ პირველად, გერმანიამ სირიაში დიპლომატიური მისიის მუშაობა განაახლა

გერმანია

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დამხობიდან სამი თვის შემდეგ, გერმანიამ სირიაში დიპლომატიური მისიის მუშაობა განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.

საელჩო, რომელიც 2012 წლის შემდეგ დაკეტილი იყო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დამასკოში ვიზიტის დროს გახსნა. თუმცა, საელჩო სრულფასოვნად ჯერ-ჯერობით მაინც არ ფუნქციონირებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თანამდებობას მალე ტოვებს, ლიბანიდან სირიაში დღეს დილით გაემგზავრა . ბეირუთში ის ახალ პრეზიდენტს, გენერალ ჯოზეფ ხალილ აუნს შეხვდა.