2008 წლის ომში მონაწილე, გმირობის ორდენით დაჯილდოებული რუსი ჯარისკაცი „შავი ქვრივის“ მსხვერპლი გახდა

.jp

1957 წელს დაბადებული ლეონიდ რუდენკო, რომელიც ქალაქ ვოლგოდონში ცხოვრობდა, 2008 წლის ომის მონაწილეა. ის სამხედრო ოფიცერი იყო და ომში მონაწილეობისთვის და განსაკუთრებული გმირობისთვის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოებიც კი აქვს მიღებული.

ლეონიდ რუდენკო 2021 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა. მისი და ამბობს, რომ ის ცოლმა – ვედა რუბანმა მოკლა, შემდეგ კი მის ბინას დაეუფლა. 

„მისი ცოლი შავი ქვრივია, 4 ოფიციალური ქმარი ჰყავს მოკლული, მათგან სამი – 2018 წელს, რამდენიმე თვის ინტერვალით და ყველა მათგანის ბინა მას დარჩა“. – ამბობს გარდაცვლილის და.

ცნობილია, რომ ვედა რუბანს რვაჯერ აქვს შეცვლილი პასპორტი და ყოველ ჯერზე ახალი სახელითა და გვარითაა რეგისტრირებული.

ოფიციალურად, ის ექვსჯერ იყო გათხოვილი, ოთხჯერ კი დაქვრივდა.

ექვსივე ქმარი მაშინ გაიცნო, როდესაც ის ინტიმური მომსახურებისთვის გამოიძახეს. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ მეძავი, რომელიც მომსახურებას უწევდა კლიენტს, 2 თვეში მისი ცოლი ხდებოდა. რამდენიმე თვეში კი მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში კვდებოდა.

ლეონიდ რუდენკოს დამ, ნატალიამ იეჭვა, რომ მისი ძმა მოკლეს და საქმის გამოძიება მოითხოვა.

ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება, გამოკითხულია უამრავი მოწმე და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი 2 ქმარი.

როცა ეს ისტორია რუსულ მედიაში გაჟღერდა, „შავი ქვრივის“ კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლის დამ, ტაისია ულიანოვამ დახმარებისთვის ჟურნალისტებს მიმართა.

მისი თქმით, ძმის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლის ზარის შემდეგ შეიტყო. ტაისიას ეჭვი არ ეპარება, რომ ძმის დაღუპვის მიზეზი ძალადობა გახდა, რადგან მისი ძმისა და „შავი ქვრივის“ მეზობლებმა ბინიდან ყვირილი გაიგონეს.

„ვედი რუბანი სავსეა საიდუმლოებით - მას პასპორტში სრულიად განსხვავებული გვარები აქვს.“ - ამბობს მული. 

გადაცემაში მიწვეული იყო ვედას ერთ-ერთი გადარჩენილი და აწ უკვე ყოფილი ქმარი, სერგეი კოროჩკინი.

მისი თქმით, მან გაქცევა მხოლოდ ღმერთის რწმენის წყალობით მოახერხა. ქალი მაშინ გაიცნო, როცა მეძავებს დაურეკა და ის მივიდა, მაგრამ არ სჯერა, რომ ვედა რუბანი ქმრის სიყვარულით იწვოდა, რადგან მუდმივად ამცირებდა.

„ერთმა ნაცნობმა მონასტერში მიმიყვანა და გადავწყვიტე დავრჩენილიყავი - მორჩილება მივიღე და მხოლოდ ღმერთის რწმენის წყალობით მოვახერხე ამ ვნებისგან განთავისუფლება. მუდმივად ვლოცულობდი," - განაცხადა სერგეი კოროჩკინმა.

გადაცემაში ვედა რუბანი ორმა ადამიანმა დაიცვა - ეს მისი მეგობარი ოლგა ჩერნოვა და ვედას ამჟამინდელი ქმარი იგორ ტარარინი გახლავთ.

პირველმა სტუდიაში თქვა, რომ ვედა არის მოსიყვარულე ქალი, რომელსაც ყველა მეუღლე უყვარდა და მათი გარდაცვალების შემდეგ ბინების მიღება უბრალოდ დამთხვევაა.

რაც შეეხება ახლანდელ მეუღლეს, მან თქვა, რომ ვედას 1997 წლიდან იცნობდა და მათ ერთად ახლახანს დაიწყეს ცხოვრება. იგორ ტარარინი ვერ ხედავს რაიმე უკანონოს, სხვებს კი ადანაშაულებს, რომ ვედასი შურთ.

წამყვანმა ანდრეი მალახოვმა ქმარს მიანიშნა, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლი შესაძლოა, ისიც გამხდარიყო. 

ყოფილმა მულმა, ტაისია ულიანოვამ კი განაცხადა, რომ იგორ ტარარინი ვედასთან შეკრული იყო - "ახლა მათ აქვთ სამი ბინა, რომელთაგან ორი ქირავდება".