პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იტალიელი მაფიის ბოსი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაქცეული იყო, მას შემდეგ დააკავეს რაც იგი Google Maps-ზე დააფიქსირეს.
ამის შესახებ BBC-ი წერს.
61 წლის ჯოაკინო გამინო ესპანეთში, გალაპაგარში იპოვეს, სადაც ის მანუელის სახელით ცხოვრობდა.
იტალიური მაფიის ბოსს ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ჰქონდა გახსნილი და პარალელურად, შეფ-მზარეულად მუშაობდა. კრიმინალური ავტორიტეტი სამართალდაცავებმა სრულიად შემთხვევით იპოვეს, როცა პროგრამა Google Street View-მ მაღაზია „El Huerto de Manu“ - „მანუს ბაღთან“ ფოტო ორ მამაკაცს გადაუღო.
პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდაცავებმა იფიქრეს, რომ ფოტოზე ერთ-ერთი მამაკაცი იტალიელ კრიმინალს ჰგავდა. გამოძიების მიმდინარეობისას მათ გამინოს ფოტო რესტორნის „ფეისბუკ“ გვერდზეც აღმოაჩინეს.
გამინო სიცილიური მაფიის წევრია, რომელიც ცნობილია როგორც „სტიდა“, იგი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძებნილ განგსტერებს შორის იყო.
გამინო რომის ციხიდან 2002 წელს გაიქცა, მომდევნო წელს მას მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.