„20 წელი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა შემდეგი პროექტი... ახლა მთავარი ფოკუსი ჩემი ქალიშვილია“ - პრიანკა ჩოპრას ოჯახური იდილია

chopra

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი 1 წლის წინ მშობლები გახდნენ და მათ გოგონა, მალტი მარი შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, წყვილმა ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა და ამის შესახებ ისაუბრა.

ნიკიმ პატარა მალტის ფეხსაცმელების ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მისივე კედების იდენტურია და დააწერა: „მამა და ქალიშვილი.“

აღსანიშნავია, რომ წყვილი ადრეც ამბობდა, რომ დიდ ოჯახსა და შვილებზე ოცნებობდა. 2022 წლის იანვარში კი განაცხადეს, რომ სუროგატი დედის დახმარებით მშობლები გახდებოდნენ.

ახლა მსახიობი ამბობს: „20 წელი უწყვეტად ვმუშაობდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი შემდეგი პროექტი. მაგრამ ახლა მთავარი ფოკუსი ჩემი ქალიშვილია, რადგან ჩემი ყოველი გადაწყვეტილება ამა თუ იმ გზით მას უკავშირდება. მის ოთახში 7 კამერაა. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა საოცარია მისი სახის დანახვა, როცა თვალებს ახელს...“

პრიანკა ასევე ამბობს, რომ ნიკი და მისი მშობლები ძალიან ეხმარებიან, რადგან სამსახიობო კარიერის დატოვებას ჯერ არ აპირებს. "ჩემი ოჯახი ჩემი მთავარი ძალაა.