1994 წლიდან მოლაპარაკებებს, მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა - აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივი დაბრუნება, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ - ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

1994 წლიდან მოლაპარაკებებს მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება, მოჰყოლოდა – აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივი დაბრუნება, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 1994 წლიდან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მოლაპარაკების პროცესი აზერბაიჯანში ყარაბაღის დაბრუნების ირგვლივ მიმდინარეობდა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც თავიდანვე წინასწარ განსაზღვრა მოლაპარაკების პროცესის ზემოაღნიშნული წრე, ომს სერიოზულად არც კი დაუპირისპირდა. აბა, როდის, რატომ, როგორ არ გავაკეთეთ ეს, შეგვეძლო თუ არა, როდის შეგვეძლო და როდის ვერ – ეს სულ სხვა საუბრის თემაა. სერიოზული, ღრმა და ყოვლისმომცველი თემა, რაზეც სხვადასხვა დროს ვესაუბრე საზოგადოებას და ხანდახან კიდევ ვისაუბრებ. რაც შეეხება სამ ყოფილ პრეზიდენტს, რა ვუთხრა ახლა მათ ან მათ წარმომადგენლებს? რას ლაპარაკობენ ახლა ყოფილი პრეზიდენტები, ლაპარაკობენ თუ არა, გასაგები მიზეზების გამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ძვირფასო სამო ყოფილო პრეზიდენტო! თუ გადაიფიქრებთ დებატების საკითხზე, მითხარით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტებს ყარაბაღის საკითხზე პირდაპირ ეთერში დებატები შესთავაზა, თუმცა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, რობერტ ქოჩარიანმა და სერჟ სარგსიანმა შეთავაზება უარყვეს.