„16 წლის განმავლობაში, მასწავლებლების წერილებს ფარულად აგროვებდა...“ - გამოსაშვებ საღამოზე შვილისთვის გაკეთებული სიურპრიზი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

სოფიას ისტორია

სოფიას სკოლის დამამთავრებელ საღამოს ერთი შეხედვით უბრალოდ უნდა ჩაევლო, თუმცა, დედის მიერ მისთვის გაკეთებულმა საჩუქარმა ყველაფერი შეცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სოფიას დედა, ანდრე ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლებს სთხოვდა, მისი ქალიშვილის შესახებ მცირე ინფორმაცია დაეწერათ და მისი ძლიერი მხარეები შეეფასებინათ. სოფიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ანდრე წერილებს 16 წლის განმავლობაში ფარულად აგროვებდა, რათა სკოლის დამამთავრებელ ღონისძიებაზე სოფიასთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. 

წიგნში პირველი ჩანაწერი სოფიას თერაპევტმა გააკეთა, როდესაც გოგონამ კუნთოვანი ტონუსის დაქვეითების გამო მასთან მკურნალობის კურსი დაიწყო. მაშინ სოფია მხოლოდ და მხოლოდ 2 წლის იყო. 

„სოფია 5 წლის იყო, როდესაც ექიმმა გვითხრა, რომ მას აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქონდა. გამოწვევების მიუხედავად, სოფიამ სირთულეების გადალახვა შეძლო. მასწავლებლები მისთვის ერთგვარ გმირებად იქცნენ, რომლებიც ამ რთული გზის გავლაში დაეხმარნენ",- ამბობს სოფიას დედა. 

სკოლის დამამთავრებელ საღამოზე სოფიამ წერილებით სავსე წიგნი წაიკითხა - გარშემო კი ყველა ტიროდა. მისი თქმით, თითოეულმა ნაწერმა კიდევ ერთხელ გაახსენა ის, თუ რამხელა გზა გაიარა და რამდენი ადამიანი დაუდგა გვერდში. 

„ეს საუკეთესო საჩუქარი იყო...16 წელი დიდი დროა, ბევრი რამ გვავიწყდება. თუმცა, წერილებმა ყველაფერი თავიდან გამახსენა",- ამბობს სოფია. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by People Magazine (@people)