1745739169
16 მაისიდან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას პირბადის ტარების წესი იცვლება

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში. ინფორმაცია SchengenVisaInfo.com.-ზე გამოქვეყნდა.
გადაწყვეტილება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა მიიღეს.
„შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც, ჯამში, შეესაბამება, მთელი ევროპის მასშტაბით, ეროვნული ხელისუფლებების მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით“,- განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კიმ.