1730457694
ირაკლი ღარიბაშვილი- ექსპორტი 26%-ით გაიზარდა და 411 მილიონი დოლარს შეადგენს, მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ექსპორტი 26%-ით გაიზარდა და 411 მილიონი დოლარს შეადგენს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ზრდაა ტურიზმის მიმართულებითაც, კერძოდ: მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით ტურიზმის 70%-ით აღდგენას ნიშნავს.
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, მაღალი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. ექსპორტი 26%-ით გაიზარდა და 411 მილიონი დოლარი შეადგინა.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებითაც, მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 175 მლნ აშშ დოლარი. 2019 წლის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, ტურიზმის თითქმის 70%-ით აღდგენას ნიშნავს. იანვარ-მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა თითქმის 400 მლნ დოლარი შეადგინა. ასევე, გავიმეორებ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.