სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ჩინეთში 11 წლის ბიჭი 14-საათიანი მეცადინეობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. იგი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ აკეთებდა საშინაო დავალებებს.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, ბიჭი დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე შესვენების გარეშე მეცადინეობდა.
ღამის 11 საათისთვის ბიჭს სუნთქვა გაუხშირდა, თავბრუსხვევა ჰქონდა, თავის ტკივილი და კიდურების დაბუჟება დაეწყო. მისი მშობლები პანიკაში ჩავარდნენ და ადგილობრივ საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ჰიპერვენტილაციის გამო სუნთქვის პრობლემები დაუდგინეს.
ბიჭს სუნთქვის პრობლემა ძალიან სწრაფად განუვითარდა, რაც გამოწვეული იყო ემოციური სტრესით, რომელსაც ის განიცდიდა მშობლების მიერ 14 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ საშინაო დავალებების შესრულების იძულებით.
უფრო მძიმე შემთხვევებში, თუ დროულად არ მოხდება მკურნალობა, პაციენტის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია, ჩანშას ცენტრალური საავადმყოფოს ცნობით, მხოლოდ აგვისტოში ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მსგავსი სიმპტომების მქონე 30-ზე მეტი არასრულწლოვანი შევიდა, რაც წინა თვეებთან შედარებით 10-ჯერ მეტია. მთავარ მიზეზებად აკადემიური ზეწოლა, გამოცდებით გამოწვეული შფოთვა და მობილური ტელეფონების ხანგრძლივი გამოყენება დასახელდა.