108 წლის ქალი დალაქად ახლაც მუშაობს - მან ჯანმრთელობის და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა

108 წლის ქალი

იაპონიელი ქალი, რომელიც 108 წლის არის, დალაქად მუშაობს და ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლება თავის პროფესიაში. ქალის შესახებ სტატია South China Morning Post-მა მოამზადა.

შიცუია ჰაკოიში ახლახან აღიარეს მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ქალად, რომელიც მუშაობს სადალაქოში.

5 მარტს რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდა გინესის რეკორდების წიგნში. ჰაკოიში უკვე 94 წელია დალაქად  მუშაობს. მან კარიერა დაიწყო 1931 წელს, როდესაც გადავიდა ტოკიოში. 1939 წელს ქმართან ერთად გახსნა საკუთარი სალონი. თუმცა, ომის დროს მან დაკარგა ქმარი, ხოლო სალონი დაიწვა საჰაერო თავდასხმის დროს. მიუხედავად გაჭირვებისა, ჰაკოიში არ დანებდა. ნაკაგავაში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დააარსა სხვა სალონი, სადაც დღემდე მუშაობს. ქალი პენსიაში გასვლას არ აპირებს.

2020 წელს ჰაკოიშიმ მონაწილეობა მიიღო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში - მას ოლიმპიური ჩირაღდანი მიჰქონდა. ამისთვის ქალი ყოველდღე ვარჯიშობდა და რამდენიმე თვის განმავლობაში ჩირაღდნის წონის ტოლფასი დატვირთვით დადიოდა ათას ნაბიჯზე.

ბოლო წლებში ქალი იმედოვნებდა, რომ რეკორსმენიც გახდებოდა და როცა ოცნება აუსრულდა, ძალიან ბედნიერი იყო. ჰაკოიშიმ სხვებსაც გაუზიარა თავისი ცხოვრების ფილოსოფია: არ  აწყენინო სხვას, არ იეჭვიანო და არ ჩაერიო ჩხუბში - ასეთია ქალის ცხოვრების წესი.

ის ამბობს, რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო მუდმივი ვარჯიშები და მსუბუქი დიეტაა.