ტემპერატურა დღისით -5°-მდე დაეცემა, მოსალოდნელია თოვლი! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1766779519
10 წელი ბრიტანეთის მთავრობაში გავატარე, რვა წლის განმავლობაში, ოთხი პრემიერ-მინისტრის, მათ შორის, ჩემი საკუთარი პრემიერობის პერიოდში, მომიწია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გამარჯვება მქონდა, მაგალითად, ბრექსიტის შემდეგ 60-ზე მეტი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა, ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება, უზარმაზარი ინსტიტუციური წინააღმდეგობის ფონზე მომიწია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარ ყოველკვირეულ შოუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ბრიტანული სისტემა ფუნდამენტურად მორღვეულია, ხოლო მინისტრები მარიონეტების როლს ასრულებენ იმ პოლიტიკის დასამტკიცებლად, რომელიც მათ ბიუროკრატიულმა მანქანამ განუსაზღვრა.
„ვმუშაობდი ექვს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში: ფინანსთა სამინისტროში, რომელიც ყველაზე ძლევამოსილ დეპარტამენტად ითვლება; საგარეო საქმეთა სამინისტროში - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო უწყებაში; და ბოლოს, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში. ამ გამოცდილებამ, განსაკუთრებით კი, დაუნინგ სტრიტის 10-ში მუშაობის პერიოდმა - რაზეც უფრო ვრცლად მომავალ კვირას ვისაუბრებ - დამარწმუნა, რომ ბრიტანული სისტემა ფუნდამენტურად დანგრეულია. მინისტრები მარიონეტების მსგავსად მოქმედებენ იმ პოლიტიკის დასამტკიცებლად, რომელსაც ბიუროკრატიული მანქანა განსაზღვრავს. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, თუმცა ეს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას მოითხოვს და დიდწილად ხსნის კონსერვატიული მმართველობის 14 წლის განმავლობაში მიღებულ სუსტ შედეგებს. მათგან, ვინც უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს, უმრავლესობა არასოდეს ყოფილა არჩეული და იშვიათად თუ გათავისუფლებულა. მიუხედავად ამისა, არჩეული პოლიტიკოსები იძულებულნი არიან იმოქმედონ იმ ჩარჩოებში, რომლებიც სწორედ მათ მიერ არის დაწესებული. ხშირად კი სწორედ არჩეული პოლიტიკოსები იღებენ პასუხისმგებლობას და „დამნაშავის“ როლში აღმოჩნდებიან არაკომპეტენტურობის გამო." - განაცხადა ლიზ ტრასმა.