„შენი ხედვა არასდროს მიეცემა დავიწყებას" - ნაომი კემპბელი დემნა გვასალიას

ნაომი და დემნა

ნაომი კემპბელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შესახებ წერს:

„დამთავრდა ერთი ეპოქა!  დემნა, შენი ბოლო ოტ-კუტიურ შოუ საოცარი განაცხადი იყო. მადლობა, რომ შენს ბოლო ჩვენებაში მონაწილეობა მივიღე - შენი ხედვა არასდროს მიეცემა დავიწყებას". 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიამ BALENCIAGA-სთვის შექმნილი ბოლო ოტ-კუტიურ კოლექცია წარადგინა, რითიც ესპანურ მოდის სახლს დაემშვიდობა.