მატილდა გვარლიანი ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორისაა - რა ინფორმაცია გამოაქვეყნა Models.com-მა

მატილდა გვარლიანი

მატილდა გვარლიანი ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის დასახელდა -  ცოტა ხნის წინ,  Models.com -მა „Money List" რეიტინგი განაახლა, რომელშიც  ქართველი მოდელიც არის დამატებული.

შეგახსენებთ, რომ  Models.com მოდელების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას სამოდელო სააგენტოებისგან იღებს. შეთანხმების თანახმად, პლატფორმა მათ შემოსავლებს არ ასაჯაროებს. თუმცა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელების სიას აქვეყნებს. 

 Models.com-ის ახალი ინფორმაციით, მატილდა ოფიციალურად 'High Earner' მოდელია. აღსანიშნავია, რომ  გვარლიანი პირველი ქართველი მაღალშემოსავლიანი მოდელია Models.com-ის პლატფორმაზე.