„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ბოლო დროს ჯასტინ ბიბერმა ყურადღება თავისი უცნაური, თუმცა კომფორტული ჩაცმულობით მიიპყრო, ბევრი კრიტიკა თუ მიმიც დაიმსახურა… ამ ამბავს კი მომღერალი ახალი ბრენდით SKYLRK პასუხობს და გარდერობში ბევრ ფერად სამოსსა თუ აქსესუარს გვთავაზობს. ზუსტად ისეთ ჰუდებს, მაისურებსა და სათვალეებს, რომლებიც ხშირად გამხდარა სოციალური მედიის სამიზნე.
სათვალე Fizz-ის, Gum-ისა და Super Blue-ის ფერებში გამოვიდა და, როგორც ამბობენ, კოლექციის დიდი ნაწილი რამდენიმე საათში გაიყიდა! ეს კი მხოლოდ იმაზე მოწმობს, რომ ბიბერის სტილი მომხმარებლებისთვის მიმზიდველია…
კოლექცია ნაწილობრივ მულტფილმის, ნაწილობრივ კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ასახავს. SKYLRK გაზვიადებულ სილუეტებსა და ბალიშისებრ აქსესუარებს იყენებს, რომლებიც უფრო გალაქტიკათაშორისი სათამაშო მოედნის შთაბეჭდილებას ტოვებს და არა, ქუჩის მოდის. გვეუბნებიან, რომ კოლექციის თითოეული დეტალი იუმორის გრძნობით არის სავსე.
მართალია, ზოგი ბიბერის დიზაინს თამამად აქებდა, მაგრამ ბევრიც მოიძებნებოდა ისეთი, რომელიც ადრეული თიზერებისთვის დაცინვას არ იშურებდა… მიუხედავად ამისა, გაყიდვები ყველაფერს ჰფენს ნათელს. ხოლო, გახდება თუ არა SKYLRK ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მოდის სამყაროში ან დარჩება თუ არა ბიბერის ნიშური აუდიტორიისთვის საყვარელ სამოსად, ამას დრო გვაჩვენებს.