1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
„ასოცირების საბჭო განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, მისი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის ფონზე, ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე.
ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია ის საკითხები რომელზეც ევროპელი დიპლომატები ქართულ დელეგაციას უნდა ელაპარაკონ.
ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ასეთია - სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველო შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
საქართველოს მოუწოდებენ, ჩაატაროს რეფორმები, რომელთა წყალობითაც უფრო დაცული იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა.
„რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, დოკუმენტში ვკითხულობთ:
სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი დეტალი მიანიშნებს, რომ სასამართლოები პოლიტიკურ ზეგავლენის ქვეშაა;
მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი;
ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად და ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაა საჭირო;
საქართველომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებების დასაცავი სტრატეგია 2021-30 წლებისთვის, დაიცვას შრომითი უფლებები და უკეთ იმუშაოს უმცირესობების, მათ შორის ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვაზე;
საქართველოს მოუწოდებენ, დაიწყოს "გულწრფელი დიალოგი" აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, იმუშაოს ადამიანებს შორის კონტაქტის და ნდობის გაძლიერებაზე. კონტექსტი რთულია, მაგრამ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია;
საქართველოსგან მოელიან, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაეხმაროს რუსეთს ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლაში;
საქართველო კარგად ართმევს თავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, ბოლომდე მიიყვანოს ყველა რეფორმა, რომელსაც მისგან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს.
საქართველომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა. იქიდან მოყოლებული, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო უკვე ექვსჯერ შეიკრიბა. საქართველოს მხრიდან მისი თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან - საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი.
სამუშაო დოკუმენტში ნახსენებ თითქმის ყველა საკითხზე ამ ორმა შარშანაც ილაპარაკა. 2021 წლის 16 მარტს, ბორელი მოუწოდებდა ქართველ პოლიტიკოსებს „საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და წავიდნენ კომპრომისზე“, ხელისუფლებას კი სთხოვდა, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა.
ღარიბაშვილი პასუხობდა, საქართველო აუცილებლად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, მით უმეტეს, რომ 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე შეგვაქვს განაცხადიო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიევმა ევროკავშირის წევრობაზე 28 თებერვალს შეიტანა განაცხადი. მოლდოვასთან ერთად მას საქართველომაც მიბაძა.
23 ივნისს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ევროპული პერსპექტივა, ანუ დათქმა და იმის აღიარება, რომ მისი ადგილი ევროპულ ოჯახშია. თუმცა უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი.
ამისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ანუ: დაძლიოს პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა, და გაანთავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, დაიცვას უმცირესობების უფლებები, ებრძოლოს კორუფციას და ასე შემდეგ.