WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება

WhatsApp

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება. სულ მალე სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიღებულ შეტყობინებებზე ემოციის გამოხატვა შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. 

ახალი მექანიზმი აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წერილებზე სასურველი რეაქცია ტელეფონზე ბლოკის მოხსნის გარეშე დააფიქსირონ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ფუნქციით სარგებლობას პირველები აიფონის მომხმარებლები შეძლებენ.

როდის იქნება ხელმისაწვდომი ის  ანდროიდზე, ჯერჯერობით უცნობია.