აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ინდონეზიაში მცხოვრებმა 38 წლის სამეტ ვაჰიუდმა, შვილს სახელად სტატისტიკის საინფორმაციო კომუნიკაციების ცენტრი დაარქვა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
38 წლის მამაკაცის თქმით, მას თავისი სამსახური ძალიან უყვარს და უნდოდა ის რამენაირად შვილთანაც დაეკავშირებინა.
გამოცემის ცნობით, სამეტმა სტატისტიკის საინფორმაციო კომუნიკაციების ცენტრში მუშაობა 2003 წელს დაიწყო. მას მერე სამუშაო ადგილი მისთვის მეორე სახლად იქცა.
როგორც ის ამბობს, ამ გეგმის შესახებ მეუღლემ წინასწარ იცოდა და მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.