1728420497
რატომ დასრულდა კომუნალური სუბსიდიის პროგრამა - ფინანსთა მინისტრის განმარტება
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რატომ დასრულდა 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის კომუნალური სუბსიდიის პროგრამა.
როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, სუბსიდია იყო ერთჯერადი ხასიათის, რომლის ვადაც ამოიწურა.
„სუბსიდია იყო ერთჯერადი ხასიათის, რომლის ვადაც ასე ვთქვათ, ამოიწურა. ჩვენს შემთხვევაში სუბსიდიებიც და დახმარების პროგრამებიც არის ყოველთვის მიზნობრივი და ორიენტირებულია იმაზე, რომ მიზნობრივად და ეფექტიანად იყოს გამოყენებული და დახმარება მიიღონ ზუსტად იმ კატეგორიის ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
შესაბამისად, ყველა ტიპის სუბსიდია და დახმარება, რომელიც გამოიყოფა, სწორედ ამისკენ არის და მომავალშიც ამისკენ იქნება მიმართული. შესაბამისად, ყველა ის ნაწილი დახმარებისა თუ სუბსიდიისა, რომელიც დღეს ხორციელდება, მომავალშიც განხორციელდება და ამ მიზანს მოემსახურება“, - განაცხადა ხუციშვილმა.